ლევან გორგაძე სუმოს მესამე დივიზიონში გავარდა

AutoSharing Option
24 დეკემბერს გამოქვეყნდა წლის უკანასკნელი რეიტინგ-ლისტი პროფესიულ სუმოში (ბანძუკე). ამ სიის მიხედვით იასპარეზებენ სუმოისტები 2014 წლის პირველ ბაშოზე (ჰაცუ ბაშო), რომელიც ტოკიოში 12-26 იანვარს გაიმართება.

კლუბ "კისეს" რიკიში, 26 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას რანგით იასპარეზებს.

ჩვენებური დასავლეთის მე-13 მაეგაშირა იყო. როგორც ხედავთ, ნოემბრის ბაშოზე მინიმალურმა დადებითმა ბალანსმა (8-7) მას ოდნავი დაწინაურება მოუტანა რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზს უმაღლეს დივიზიონში ზუსტად 20 ბაშოს განმავლობაში 300 ორთაბრძოლა აქვს გამართული. გაგამარუ 203 კილოგრამს იწონის.

სამწუხაროდ, 26 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) რანგით
მესამე, მაკუშიტას დივიზიონში გავარდა, სადაც მე-15 ნომერი იქნება. ჩვენებურმა ივლისის ბაშოზე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ორი სუპერტურნირი გამოტოვა. ასე რომ, ის ჯერ ელიტიდან ჩამოაქვეითეს, ახლა კი - მეორე დივიზიონ ძურიოდანაც.

8 წლის განმავლობაში ოძეკის რანგით ჭიდაობდა ბულგარელი კოტოოშუ, რომელიც სეკივაკეობამდე ჩამოაქვეითეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული