ქართველმა სამბისტებმა ბელორუსის მსოფლიოს თასზე 13 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
მინსკში გაიმართა სამბოში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი ბელორუსის პრეზიდენტის თასზე.
საქართველოს სამბისტთა ნაკრებს წლევანდელ ევროპის ჩემპიონატამდე (15-19 მაისი, ბუქარესტი), მარტის მიწურულს ელით კიდევ ერთი მსოფლიოს თასის ეტაპი - "ხარლამპიევის მემორიალი" (მოსკოვი, 24-27 მარტი) და საბოლოოდ გამოიკვეთება რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის შემადგენლობა.

ბელორუსის მსოფლიოს თასზე კი ქართველებმა 13 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ასპარეზობაში 12 ქვეყნის სამბისტები მონაწილეობდნენ. გუნდური I ოთხეული ასე განაწილდა: 1. ბელორუსი, 2. საქართველო, 3. რუსეთი, 4. ყაზახეთი.

ქართველი სამბისტებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს:
ზუგდიდელმა ბესარიონ ბერულავამ (74 კგ) და მარტყოფელმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ). ბერულავამ ფინალში სძლია უკრაინის სახელით მოჭიდავე ტიგრან კაზარიანს, ლორიაშვილმა კი თანამემამულე - ლაშა გურულს.

ლაშას გარდა, ვერცხლის მედლები კიდევ ორმა ჩვენებურმა მოიპოვა - ხაშურელმა დიმიტრი მულაძემ (52 კგ) და ქარელელმა პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).

მესამე ადგილებს დაეუფლნენ: გივი ნადარეიშვილი (52 კგ), გენადი ჩირგაძე (57 კგ), ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), შმაგი ლაგაზაური (62 კგ), ზაურ გაგნიძე (82 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), დავით კარბელაშვილი (90 კგ) და გიორგი ნოზაძე (+100 კგ).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული