ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი: მეხუთე ტურში ოთხიდან სამმა ქართველმა იმარჯვა

AutoSharing Option
ოთხი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობს იერუსალიმში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში. გასულ უქმეებზე ორი ტურის შეხვედრები გათამაშდა.

მეოთხე ტურში ჩვენი ვაჟები მეტოქეებს დაუზავდნენ: ლევან ფანცულაია მასპინძელ მაქსიმ როდშტეინს შეუთანხმდა ყაიმზე, მიხეილ მჭედლიშვილმა ანდრეი ვოლოკიტინთან (უკრაინა) გაიყო ქულა, დავით ჯოჯუა კი ბოგდან-დანიელ დიასს (რუმინეთი) დაშორდა მშვიდობიანად; ნინო ბაციაშვილი ევგენი რომანოვთან (რუსეთი) დამარცხდა.

ლიდერთა ჯგუფიდან შვიდიდან ექვსი პაექრობა ყაიმით დასრულდა, ევგენი კორობოვმა (უკრაინა) კი შავი ფიგურებით კონსტანტინ ლუპულესკუს (რუმინეთი) აჯობა და ერთპიროვნულად დაწინაურდა. გუშინ, მე-5 ტურში მან ასპარეზობის რეიტინგფავორიტ დავით ნავარასთან დაამთავრა შეხვედრა ყაიმით.

ქართველთა გუშინდელი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ლევან ფანცულაია-გაბრიელ სარგისიანი (სომხეთი) 0:1, ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, გეორგ არკადიუს კალა (გერმანია)-დავით ჯოჯუა 0:1, ნინო ბაციაშვილი-იარ კრაუსი (ისრაელი) 1:0.

ლიდერთა შეხვედრები: რობერტ კემპინსკი (პოლონეთი)-ალექსანდრ მოტილევი (რუსეთი) 0,5:0,5, იური ვოვკი (უკრაინა)-ილია სმირინი (ისრაელი) 0,5:0,5, ევგენი ნაიერი (რუსეთი)-ემილ სუტოვსკი (ისრაელი) 0,5:0,5, პაველ ელიანოვი (უკრაინა)-კარენ გრიგორიანი (სომხეთი) 1:0, რობინ ვან კამპენი (ჰოლანდია)-ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) 0,5:0,5, იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი)-ევგენი რომანოვი (რუსეთი) 1:0, ალექსანდრ ბელიავსკი (სლოვენია)-ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი) 0,5:0,5.

ხუთი ტურის შემდეგ: კორობოვს - 4.5, ხოლო 15 მოჭადრაკეს 4-4 ქულა აქვს... მჭედლიშვილი - 3.5, ფანცულაია, ბაციაშვილი, ჯოჯუა - 3-3 ქულა.

დღეს, მე-6 ტურში: მჭედლიშვილი-რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი), დევიდ კლეინი (ჰოლანდია)-ფანცულაია, ალექსეი ალექსანდროვი (ბელორუსი)-ბაციაშვილი, ჯოჯუა-ალექსეი სარანა (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული