ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ფანცულაია ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან

AutoSharing Option
იერუსალიმში, სადაც მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის პირადი ჩემპიონატი მიმდინარეობს, 26 თებერვალს მესამე ტურის პარტიები გაიმართა.

ქართველებმა 26 თებერვალს ორი ორთაბრძოლა მოიგეს, თითო ყაიმით დაასრულეს და წააგეს. ლევან ფანცულაიამ ვალერი ლოვჩევი (მოლდოვა) დაამარცხა, ნინო ბაციაშვილმა მიხაილ ვაისბერგს (ისრაელი) აჯობა, მიხეილ მჭედლიშვილი შავი ფიგურებით ალექსანდრ ბელიავსკის (სლოვენია) დაუზავდა, დავით ჯოჯუა სანან სიუგიროვს (რუსეთი) დანებდა.

26 თებერვალს ორქულიან ლიდერთა 13 პარტიიდან მხოლოდ 5 შეხვედრა აღმოჩნდა შედეგიანი.

რეიტინგფავორიტმა დავიდ ნავარამ (ჩეხეთი) ალექსანდრ შიმანოვს (რუსეთი) მოუგო, ანტონ კორობოვი (უკრაინა)-დრაგან სოლაკი (თურქეთი) 1:0, იური ვოვკი (უკრაინა)-გრეგორჟ გაიევსკი
(პოლონეთი) 1:0, ევგენი ნაიერი (რუსეთი)-რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი) 1:0, ტამირ ნაბატი (ისრაელი)-კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი) 0:1.

სამი ტურის შემდეგ სწორედ ეს ხუთეული მეწინავეობს უდანაკარგოდ. 37 მოჭადრაკეს, მათ შორის - მჭედლიშვილსა და ფანცულაიას, 2.5-2.5 ქულა აქვს, ბაციაშვილმა - 2, ჯოჯუამ 1.5 ქულა მოაგროვა.

მე-4 ტურის შეხვედრებში ერთმანეთს შეხვდებიან: მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი)-ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი-ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა), ევგენი რომანოვი (რუსეთი)-ნინო ბაციაშვილი, დავით ჯოჯუა-ბოგდან-დანიელ დიასი (რუმინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული