პირველ ოთხ ტურში ჩვენებურმა სამი პარტია დათმო და მხოლოდ ერთ მეტოქეს დაუზავდა. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბაადური გააქტიურდა - ზედიზედ სამ ტურში 2,5 ქულა მოაგროვა: მე-5 ტურში თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი დაამარცხა. ამავე ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 1:0, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი)-ლენიერ დომინგესი (კუბა) 0:1, ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი)-ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5, დმიტრი
მე-6 ტურში ჯობავა (შავი ფიგურებით) და ანიშ გირი დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: მამედიაროვი-იაკოვენკო, დომინგესი-ტომაშევსკი, ვაშიე-ლაგრავი-კასიმჯანოვი. ორი პარტია კი შედეგიანი გამოდგა: რაჯაბოვი-გრიშჩუკი 1:0, სვიდლერი-ანდრეიკინი 1:0.
გუშინ მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯობავა თეთრებით დომინგესს ეთამაშებოდა. ქართველმა დიდოსტატმა ამჯერადაც ჩვეული შემართებით ითამაშა, თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა და 66-ე სვლაზე მეტოქეს საათი გააჩერებინა.
დანარჩენი პარტიები: კასიმჯანოვი-რაჯაბოვი 0,5:0,5, ანდრეიკინი-ვაშიე ლაგრავი 0,5:0,5, ტომაშევსკი-სვიდლერი 0,5:0,5, იაკოვენკო-გირი 1:0, გრიშჩუკი-მამედიაროვი 0:1.
შვიდი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 5, იაკოვენკო - 4,5, კასიმჯანოვი, რაჯაბოვი - 4-4, დომინგესი, გირი, მამედიაროვი - 3,5-3,5, ჯობავა, გრიშჩუკი, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი - 3-3, ანდრეიკინი - 2 ქულა.
დღეს, მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: რაჯაბოვი-მამედიაროვი, გირი-გრიშჩუკი, დომინგესი-იაკოვენკო, სვიდლერი-ჯობავა, ვაშიე-ლაგრავი - ტომაშევსკი, კასიმჯანოვი-ანდრეიკინი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"