ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა

AutoSharing Option
თბილისში გრძელდება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელსაც მეექვსე წრისთვის (ნახევარფინალები) 128-დან მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა.

წინა ეტაპზე ბაადურ ჯობავას მძლეველმა ვესლი სომ (აშშ) მეოთხედფინალების კლასიკურ პარტიებში რუსი ვლადიმირ ფედოსეევი დაამარცხა 1.5:0.5. ასეთივე ანგარიშით დინ ლიჟენმა (ჩინეთი) რიჩარდ რაპორტს (უნგრეთი) აჯობა, ხოლო ლევონ არონიანმა (სომხეთი) ვასილი ივანჩუკს (უკრაინა) მოუგო.

ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავისა და რუსი პიოტრ სვიდლერის ძირითადი პარტიები დამთავრდა ფრედ - 1:1. გუშინ ტაიბრეიკში ვაშიე-ლაგრავმა 1.5:0.5 სძლია მეტოქეს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლევონ არონიანს დაუპირისპირდება, ვესლი სო დინ ლიჟენს შეხვდება.

მსოფლიოს თასის მონაწილენი დღეს დაისვენებენ, ხვალ კი ნახევარფინალის პირველი პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული