მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: ფინალისტები ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა კუთხის 16 წარმომადგენელი ჩაება.

ნოკაუტ-სისტემის სამრაუნდიანი პაექრობების შემდეგ გამოვლინდნენ ის დიდოსტატები, რომლებიც მედლებისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

გასულ უქმეებზე მიხეილ მჭედლიშვილმა ორტურიან მინი-მატჩში მერაბ გაგუნაშვილს აჯობა 1,5:0,5; ლევან ფანცულაიამაც ასეთივე ანგარიშით დავით ჯოჯუას სძლია.

ოქროს მედლისათვის მჭედლიშვილი და ფანცულაია გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას, მესამე ადგილის ბედი კი ჯოჯუა-გაგუნაშვილის პაექრობაში გადაწყდება. 20 იანვრიდან მეტოქეები ოთხ-ოთხ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ.

თუ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს, გამარჯვებულებს ტაიბრეიკები დაასახელებს. ჩემპიონი ვაჟთა ნაკრებში დაიბევებს
ადგილს; მედალოსნებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2015 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში გასამგზავრებლად დააფინანსებს (ეს შეჯიბრება ისრაელში გაიმართება), ხოლო ოთხივე მოჭადრაკე ფულადი პრიზებით (სულ - 17.500 ლარი) დაჯილდოვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული