ნოკაუტ-სისტემით პირველი წრის ორრაუნდიანი პაექრობების შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა.
13 იანვარს მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა. ლევან ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით დავით ბენიძე 27-ე სვლაზე დაამარცხა. სამი პარტია ყაიმით დასრულდა. დაზავდნენ: მიხეილ მჭედლიშვილი-თორნიკე სანიკიძე, ლუკა პაიჭაძე-მერაბ გაგუნაშვილი, გიგა ყუფარაძე-დავით ჯოჯუა. ოთხივე წყვილის განმეორებითი პაექრობები დღეს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"