გუჯა კახაძე: რცხვენიათ აღიარონ, რომ ჩემი მეთოდით ივარჯიშეს

AutoSharing Option
ქართულ სპორტულ წრეებში გუჯა კახაძის სახელი ცნობილია. ამ ადამიანმა უნიკალური მეთოდი შეიმუშავა - ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე, რომელიც მოკლე დროში გასაოცარ შედეგს იძლევა.

მეთოდი საკუთარ თავზე, სხვა სპორტსმენებთან ერთად, დავით მუჯირს, კახი კალაძეს და სანდრო კობახიძეს გამოუცდიათ.

უნიკალური მეთოდიკა - "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე" მოკლე პერიოდში აღწევს შედეგს, თუმცა ჩვენში რატომღაც სიახლეების დანერგვას ერიდებიან.

კახაძის მეთოდი კი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ფიზმომზადების სპეციალისტები ეყრდნობოდნენ.

აღნიშნული მეთოდისა და გუჯა კახაძისადმი ინტერესი ჩვენი ვებგვერდის მკითხველებმაც გამოიჩინეს.

გუჯა კახაძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია
და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- ბატონო გუჯა, თქვენი აზრით, რატომ არ გამოდიან თქვენ მიერ დასახელებული ცნობილი ფეხბურთელები თქვენს მხარდამჭერებად და თუნდაც შუამავლებად ფედერაციასა თუ სხვადასხვა გუნდის ხელმძღვანელებთან?
- მიზეზი ჩემთვის უცნობია, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო - ეს მეთოდიკა შეიქმნა ადამიანის გონებისთვის დაუჯერებლად სწრაფი შედეგების მისაღწევად.

ვინც ნახა და დარწმუნდა მაქსიმალური შედეგის მიღების სისწრაფეში მათაც კი შეიკავეს თავი მეგობრებთან აფიშირებისგან.

ამ თემაზე ხშირად მისაუბრია და უმეტესობას ერთი და იგივე მოსაზრება აქვს: "რომ გავამხილო გიჟად ჩამთვლიან, ამიტომ ნუ გეწყინება, ხმამაღლა მეგობართანაც ვერ ვიტყვი"-ო. თუმცა მოგვიანებით გამოჩდნენ ვინც დააფიქსირა თავისი აზრი.

გუჯა კახაძის ინტერნეტკონფერენციის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?
ჩრდილელი
13:06 04-09-2015
0
ბ-ნ გუჯა დღეის მდგომარეობით 30მეტრს დავრბივარ 3.95ში მაინტერესებს დაახლოებით რა შედეგი მექნება ვარჯიშების დამთავრების შემდეგ
giorgi togonidze
17:38 27-03-2015
0

სიახლეები პოპულარული