ორი ტაიმი დაუღლელად - გუჯა კახაძის მიერ შემუშავებული მეთოდიკის "საიდუმლო"

AutoSharing Option
ქართულ გუნდებს არაერთი პრობლემა აწუხებთ. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ერთ-ერთი უპირველესი - ფიზიკური მომზადებაა. ეს სანაკრებო დონეზეც აშკარაა და ევროთასებზე ჩვენი კლუბების გამოსვლებიდანაც არაერთხელ გამოჩნდა, რომ მსოფლიოს სტანდარტებისგან ძალიან შორს ვართ.

ცნობილი სპეციალისტი გუჯა კახაძე ამ პრობლემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საინტერესო მოსაზრება გაგვიზიარა.

"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქართული ფეხბურთის მესვეურები ამ პრობლემისგან გამოსავალს არ ეძებენ, რადგან ყველა ადამიანის სურვილია, იყოს ბედნიერი და მათ შორის არიან მწვრთნელებიც, სპორტსმენებიც და გულშემატკივრებიც.

განსაკუთრებით გულშემატკივრები, რომლებიც სასურველ შედეგს მრავალი წელია მოთმინებით ელიან. ამისთვის კი
საჭიროა ბევრი შრომა და ცოტა გამართლება, მაგრამ როგორც ყველაფერში, აქაც არსებობს ალტერნატივა", - ამბობს კახაძე და კიდევ ერთხელ ცდილობს, მის მიერ შემუშავებულ მეთოდზე მიიქციოს ყურადღება.

ეს მეთოდია "ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე" და როგორც კახაძე ამბობს, ეფუძნება არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ, არამედ, სულიერ, მორალურ შესაძლებლობებსა და მეცნიერულ ცოდნასაც:

"შევეცდები, ავხსნა მეთოდიკა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ძველ დიდებას დაუბრუნებს. სასურველი შედეგის მისაღები ქართული მეთოდიკის "საიდუმლო" ელემენტების სიმრავლესა და მათ სინქრონულად შესრულებაში იმალება.

მათემატიკაში არის მეთოდი - "მარტივ მამრავლებად დაშლა", რაც რთული მაგალითის ადვილად ამოსახსნელად გამოიყენება. ამას ბავშვობაში ყველას ასწავლიან, მაგრამ მერე რატომღაც გვავიწყდება.

დღეს ფეხბურთელს შეუძლია თავი გაიმეტოს, დაიძაბოს და იმდენი ფიზიკური ენერგია გამოყოს, რომ 90 წუთს შეუსვენებლად ირბენს. "მარტივ მამრავლებად დაშლა" კი საშუალებას გვაძლევს, 2 ტაიმი ისე ვირბინოთ, რომ მხოლოდ მსუბუქად დავიღალოთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელებად დავრჩეთ".

კახაძე არ ეთანხმება ქართველ ფეხბურთელებზე გავრცელებულ მოსაზრებას, სიზარმაცესთან დაკავშირებით:

"ბევრისგან მსმენია, რომ ქართველი ფეხბურთელი ზარმაცია და სირბილი ეზარება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ზარმაცებად არ იბადებიან და თუ გავიხსენებთ, რომ სიზარმაცე არის ენერგიის შენახვის ინსტინქტი და მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია, სასურველ შედეგსაც მალე მივიღებთ.

სიზარმაცე არის შინაგანი წინააღმდეგობა, რომელსაც იწვევს ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი ორგანიზმის გადატვირთვისგან დასაცავად".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
საუკეთესო შედეგები აქვს
Nana
15:49 22-12-2015
0
ბატონი გუჯას ვარჯიშები ფანტასტიურ შედეგებს იძლევა ბავშვებში, ვიცი რომ სპორცმენებშიც. ნუთუ არ არის საინტერესო ფეხბურთის გუნდშიც ეცადათ.კარგი ყველაფერი ფასიანია!
Nana
15:47 22-12-2015
0

სიახლეები პოპულარული