გამოვიყენოთ NASA-ს მეთოდი ქართულ ფეხბურთში?

AutoSharing Option
სამწუხარო რეალობაა, რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი ტაიმის მოთამაშედ აღიქმება. ამ პრობლემის მოგვარებას, რატომღაც, არავინ ჩქარობს. უფრო მეტიც - ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ არაფერი გვეშველება.

ამ პრობლემის მოგვარების გზაზე ფიზმომზადების სპეციალისტის, გუჯა კახაძის ხედვას გთავაზობთ.

"მსოფლიოს ჩემპიონატმა ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი დაანახვა, რომ უცხოელი ფეხბურთელების ფიზმომზადებაში არის "რაღაც" ახალი, რაც ყველა თამაშის სტაბილურად ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, არასაფეხბურთო ქვეყნებმაც კი წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიეს.

ის "რაღაც" ადვილად გასაგები რომ იყოს, ვიტყვი: ჩვენთან ადამიანის ორგანიზმს განიხილავენ მხოლოდ ფიზიკური კუთხით და ისიც ატომების დონეზე, უცხოეთში
კი - სუბატომურ დონეზე, რაც წარმოუდგენლად სწრაფი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა.

მომავალი სანაკრებო თამაშისთვის მზადება 2 ტაიმის მოთამაშე ფეხბურთელების აღზრდით უნდა დავიწყოთ. ჩვენი ავანგარდი უნდა გახდეს მარგი ქმედების კოეფიციენტის მრავალჯერადი ზრდა.

რასაც ახლა ვიტყვი, 1977 წლიდან არის ცნობილი, მაგრამ მის გამოყენებას არც ერთი ქართველი მწვრთნელი არ ჩქარობს", - ამბობს გუჯა კახაძე.

საინტერესოა, რომელია ჩვენთვის უცნობი მეთოდი:

Sportall.Ge"ეს არის გრავიტაციის შემცირება და გრავიტაციული შურდულები. სწორედ ასეთ საშუალებებს ეყრდნობოდა NASA-ს მიერ 1977 წელს გაშვებული Voyager-1 და Voyager-2 (ეს უკანასკნელი არის აპარატი, რომელმაც "ჩაკრულო" კოსმოსში გაიტანა).

გრავიტაციული შურდულების გამოყენება კი ნიშნავს, რომ ზედმეტი წონა ქართველი ფეხბურთელისთვის პრობლემა აღარ იქნება.

დავაზუსტებ - ტრადიციული ფიზმომზადების შედეგად ფეხბურთელი სირბილის დროს ნელ-ნელა იღლება და ბოლოს ჩერდება. რაც უფრო მეტია სპორტსმენის წონა, გადაადგილებისთვის მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, უფრო მალეც იღლება. გრავიტაციული შურდულების გამოყენება კი საშუალებას იძლევა, მცირე ენერგიით ვირბინოთ უფრო დიდხანს და ბევრად სწრაფად (ზედმეტი წონის მიუხედავად).

გრავიტაციული შურდულის სიკეთე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მინიმალური დატვირთვით ვარჯიშით 47 დღეში ამტანობის, სისწრაფის, სასტარტო სისწრაფის და სწრაფგამძლეობის კუთხით წარმოუდგენლად სწრაფი შედეგი მიიღება - დაახლოებით ისეთი, როგორსაც 2 წლის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიში იძლევა.

5-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, შესაძლებელი გახდა, ნაკრების ფეხბურთელებისთვის ვარჯიშების 2-დღიანი კურსი დამემუშავებინა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პირველ დღეს მსუბუქად სირბილი, ტრავმების მოშუშება და სირბილით დაღლილობის მოხსნა ყველა ასაკის ფეხბურთელმა (8-დან 33-წლამდე) ადვილად აითვისა. მეორე დღეს კი სასტარტო სისწრაფის მოსამატებელი ელემენტები შეისწავლეს. კურსის სრულად გავლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ტექნიკურად ბევრად უკეთ მომზადებული მოწინააღმდეგეების დამარცხება.

აღმოჩნდა, რომ შეძენილი ტექნიკა საკმაოდ მოკლე დროში ჩვევაში გადადის და სპორტსმენს თუ მოზარდს პრაქტიკულად პოტენციურ ჩემპიონად აქცევს".

კახაძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ამ მეთოდით ნაკრებში ფეხბურთელის ფიზიკურად მომზადება ხანმოკლე შეკრებაზეც შესაძლებელია:

"2 დღე, რომელსაც ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ატარებს, სრულიად საკმარისია, "47+5" მეთოდით ფიზიკურად რომ მოვამზადოთ. თეორიულად, ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პრაქტიკულად 30 წუთის განმავლობაში მსუბუქად ვარჯიში 1 წლის შედეგს რომ იძლევა, ამაში ბევრი დარწმუნდა, პერსონალიების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

როგორც ყველაფერს, ისე "47+5" მეთოდიკასაც აქვს უარყოფითი მხარე. მარტივად და გასაგებად გადმოცემული ეს სიახლე სინამდვილეში წარმოადგენს ძნელად დასაჯერებელ და გამოუცდელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევ მეთოდს, რომელიც სპორტის ნებისმიერ სათამაშო სახეობაში ფილიგრანულ ტექნიკას ანვითარებს.

საერთოდ, ცნობილია, რაც უფრო მაღალია ფიზიკური კონდიციები, წარმატების შანსი მით უფრო მეტია".

* * *
ჩვენი მხრიდან დავძენთ - გუჯა კახაძე ან მართლაც რევოლუციურ მეთოდს გვთავაზობს ან სერიოზულად ცდება. ამის დასადგენად, ცუდი არ იქნება, საფეხბურთო წრეებმა მის მიერ შემოთავაზებული მეთოდი ერთხელ მაინც განიხილონ. თუ მართლაც ასეთი საოცრებაა, დანერგონ და იქნებ, მართლაც დავძლიოთ დღევანდელი ჩამორჩენა. თუ ცდება, ესეც გამოჩნდება.

მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ არანაირი რეაქცია არ ჩანს, არც აინტერესებთ, რას ფიქრობენ მასზე ის ფეხბურთელები, რომლებიც ავარჯიშა და ფერზე მოიყვანა.

ნუთუ, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაა ჩვენი სადარდებელი იმ დროს, როცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბები და ფედერაციები მეცნიერებს ქირაობენ, კონკურენტებს მოწინავე მეთოდებით რომ გაუსწრონ და ამით საფეხბურთო ინდუსტრიაში მეტ წარმატებას და ფინანსურ მოგებას მიაღწიონ.

ჩვენთან კი, სამწუხაროდ, აქტუალური მხოლოდ ერთი საკითხია - როგორ წავგლიჯოთ სახელმწიფოს ფული და როგორ გადავინაწილოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
არც კი მჯერა მსგავსი შედეგის დაფიქსირება წლების წინ თუ შეგვეძლო და კიდევ უფრო ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ გამოიყენა. ეტყობა არ სჭირდებათ და აღარც შევაწუხებ!
გუჯა კახაძე
20:32 13-10-2021
0
7 წლის წინანდელი სტატიაა და დღესაც იგივე პრობლემებია. არც არავინ ამბობს რატომ არ იყენებენ...
Guja Kakhadze
12:02 10-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული