უნგრეთში, იშტვან ბოშკაის მემორიალში საქართველოს ნაკრები 8 მოკრივით გამოვა

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დღეს იწყება მოკრივეთა "ა" კლასის საერთაშორისო ტურნირი - იშტვან ბოშკაის 61-ე მემორიალი, რომელშიც საქართველოს ნაკრები რვა სპორტსმენით ჩაებმება, შალვა დუნდუას ხელმძღვანელობით, რომლისთვისაც უნგრული ბატალიები დებიუტი იქნება ამ რანგში - ახალგაზრდა სპეციალისტი შარშან, წლის მიწურულს აირჩიეს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

დებრეცენში მას დაეხმარება გამოცდილი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავა, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებს უდგას სათავეში.

ტურნირზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ნოდარ დარბაიძე (49 კგ), ონისე სოსელია (52), არტიუშ გომციანი (56), გიორგი გოგატიშვილი (60), დათო გორგილაძე (64), ესკერხან მადიევი (69), რატი ტლაშაძე
(81), ახალგაზრდებში შარშანდელი მსოფლიოს პირველობის ვერცხლისპრიზიორი გიორგი ჭიღლაძე (+91).

ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრებმა ბაკურიანში ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება გაიარა, შემდეგ კი დკდ-ს კლუბში ემზადებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული