ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც

AutoSharing Option
ინდიან უელსის ტურნირზე მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში განთესილი ჩოგბურთელები. ქალებმა ბოლოდროინდელ ტრადიციას არ უღალატეს და თავიდანვე ბევრი მოულოდნელი შედეგი დააფიქსირეს.

პირველი წრის მთავარი მოვლენა იყო ინდიან უელსის ტურნირზე 15-წლიანი პაუზის შემდეგ ვინუს უილიამსის დაბრუნება. ამერიკელს ადგილობრივი პუბლიკა თბილად შეხვდა, თუმცა ამან ვეტერანს ვერ უშველა და ვინუსი სწრაფად დამარცხდა იაპონელ კურუმი ნარასთან - 4:6, 3:6.

უმცროსი უილიამსი კი, იმავე დღეს, ძალიან იოლად გაუსწორდა ლაურა ზიგემუნდს - 6:1, 6:2 და მესამე წრეში ყაზახ იულია პუტინცევას შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, კრისტინა მლადენოვიჩს მოუგო.

სხვა ფავორიტებს უფრო რთული სტარტი გამოუვიდათ. აგნიეშკა რადვანსკას წილისყრის მხრივ არ გაუმართლა. პოლონელს ურთულესი მატჩი ჰქონდა დომინიკა ციბულკოვასთან. სლოვაკი მესამე სეტს 5:2-ს იგებდა და ერთი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და ზედიზედ ხუთი გეიმი დათმო.

არანაკლებ გაუჭირდა პეტრა კვიტოვას დანკა კოვინიჩთან მატჩში. ამ უკანასკნელს ორი ქულა აკლდა მოგებამდე, მაგრამ უიმბლდონის ორგზის ჩემპიონამა ტაი-ბრეიკზე გამოსტაცა გამარჯვება მეტოქეს. კვიტოვას იოლი ბადე აქვს, რადგან მისი პოტენციური განთესილი მოწინააღმდეგეები (ლისიცკი, საფაროვა, კისი) გამოეთიშნენ ბრძოლას.

მეორე რაუნდში ყველაზე გრძელი მატჩი კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩაატარა. ის სამსაათნახევარი ებრძოდა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალისტს შუაი ჟანგს. ჩინელმა მეორე სეტში მატჩბოლი მოიგერია, გადამწყვეტ პარტიაში 1:4-დან გადარჩა და მესამე რაუნდში ვიქტორია აზარენკაზე გავიდა. ბელარუსმა თავისი შეხვედრა იოლად მოუგო ზარინა დიასს.

სენსაციებზე გადავიდეთ. საწყისი მატჩები წააგეს მეორე და მეოთხე ნომრებმა. მძიმე სეზონი აქვს გარბინ მუგურუსას, რომელმაც მორიგი კრახი განიცადა. ამჯერად, მან ამერიკელ კრისტინა მაკჰეილთან წააგო, თან ისევ დაძაბული საუბარი ჰქონდა მწვრთნელ სემ სიუმიკთან.

მუგურუსას ბედი გაიზიარა ანჟელიკ კერბერმა. გერმანელმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ორ ტურნირზე ითამაშა და ორივეჯერ პირველ წრეში წააგო. კერბერი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა დენისა ალერტოვამ. თითქოს, კერბერმა მეორე პარტიაში თამაშში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ სეტზე ვერ ჩააწოდა და ჩააგდო მატჩის დასასრული.

* * *
მამაკაცთა ტურნირზე ნაკლები მოულოდნელობა იყო. ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ნიკ კირგიოსის გავარდნა. ავსტრალიელმა ალბერტ რამოსთან წააგო და ისევ ვერ აიცილა თავიდან სკანდალი: თამაშის დროს, მას ქულა წაართვეს უხამსი სიტყვებისთვის. ნიკი მატჩის გაგრძელებაზე უარს ამბობდა, მაგრამ მაინც ჩაამთავრა შეხვედრა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა ტომაშ ბერდიხისა და ხუან-მარტინ დელ პოტროს დუელი. არგენტინელმა აჩვენა, რომ უკვე კარგად არის მომზადებული. პირველ სეტში ის უკეთაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ შანსების რეალიზებაში მოიკოჭლებდა. დელ პოტრომ წააგო, მაგრამ ღირსეული თამაში აჩვენა.

ქალები
II წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ლაურა ზიგემუნდი (გერ) 6:2, 6:1; დენისა ალერტოვა (ჩეხ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 7:5, 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:3, 3:6, 7:5; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 4) 7:5, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ, 5)-ვანია კინგი (აშშ) 6:1, 6:1; დარია კასატკინა (რუს)-ანა-ლენა ფრიდსემი (გერ) 7:5, 6:3; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 7)-ლორენ დევისი (აშშ) 6:3, 3:6, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-დანკა კოვინიჩი (ჩერ) 6:3, 4:6, 7:6(5); რობერტა ვინჩი (იტა, 9)-მარგარიტა გასპარიანი (რუს) 6:3, 6:7(9), 7:6(5); კურუმი ნარა (იაპ)-ვინუს უილიამსი (აშშ, 10) 6:4, 6:3; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 11) 6:3, 6:4;

ტიმეა ბაშჩინსკი [შვეიც, 12)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:2, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-ზარინა დიასი (ყაზ) 6:3, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-კამილა ჯორჯი (იტა) 2:6, 6:2, 7:6(5); ლესია ცურენკო (უკრ)-სარა ერანი (იტა, 15) 6:4, 6:3; კოკო ვანდევეგე (აშშ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 16) 6:4, 6:3; ელინა სვიტოლინა (უკრ, 17)-ანიკა ბეკი (გერ) 4:6, 7:6, 6:1; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 18)-შელბი როჯერსი (აშშ) 6:2, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 19)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:1, 6:3; შუაი ჟანგი (ჩინ)-კაროლინ ვიზნიაცკი (დან, 20) 4:6, 7:6(8), 7:5; ეჟენი ბუშარი (კან)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 21) 7:5, 7:5; ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 22) 5:7, 6:4, 7:5;

ნიკოლ გიბსი (აშშ)-მედისონ კისი (აშშ, 23) 6:3, 6:3; კატერინა ბონდარენკო (უკრ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 24) 6:2, 6:7(7), 6:4; იოჰანა კონტა (ბრიტ, 25)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:4, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 26)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 2:6, 6:4, 7:6(6); იულია პუტინცევა (ყაზ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 27) 6:4, 6:4; მონიკა პუიგი (პ-რიკ)-ანა კაროლინა შმიედლოვა [სლოვაკ, 28] 6:1, 6:2; იოჰანა ლარსონი (შვედ)-საბინ ლისიცკი (გერ, 29) 5:7, 6:4, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:4, 6:4; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-დარია გავრილოვა (ავსტრა, 31) 2:6, 7:5, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 32)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:4, 2:6, 6:2.

კაცები
II წრე

ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:4, 7:6(3); სტენ ვავრინკა (შვეიც, 3)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:3, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 7:6(4), 6:2; რიშარ გასკე (საფ, 8)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 10)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-ინიგო სერვანტესი (ესპ) 6:1, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 13)-გაელ მონფილსი (საფ) 7:5, 7:6(1); დავიდ გოფენი (ბელ, 15)-ფანსეს ტიფო (აშშ) 3:6, 6:3, 7:6(2);

ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 17)-რაჯივ რამი (აშშ) 6:4, 7:5; ლეონარდო მაიერი (არგ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 20) 7:5, 6:3; გუიდო პეია (არგ)-პაბლო კუევასი (ურუ, 22) 6:1, 4:6, 6:4; ალბერტ რამოსი (ესპ)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24) 7:6(4), 7:5; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 26)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:4, 6:2; ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-ჟერემი შარდი (საფ, 28) 6:4, 6:2; ბორნა ჩორიჩი (ხორ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 29) 6:2, 6:2; ფედერიკო დელბონისი (არგ)-ჟოაო სოუზა (პორ, 32) 7:6(6), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული