ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მორიგი რეკორდი და ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა.

35 წლის ასაკში მან შტეფი გრაფს გადაასწრო და ქალებსა და მამაკაცებში გახდა საუკეთესო, რომელმაც ყველაზე მეტი დრო რეიტინგის სათავეში გაატარა.

გერმანელი გრაფი საუკეთესოდ 377 კვირის გამო იყო, ნოვაკითვის კი გუშინ 378 კვირა შესრულდა.

სათქმელია ისიც, რომ მამაკაცებში სერბი ყველაზე მეტჯერ პირველ ადგილზე მყოფი 2021 წლის მარტში გახდა, როდესაც მან როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო.

ნოვაკს ამჟამად 6980 ქულა აქვს და 2023 წლის იანვრიდან, მას მერე, რაც ავსტრალიის ღია პირველობა დასრულდა,
კვლავ პლანეტის პირველი ნომერია.

ყველა დროის საუკეთესო პირველადგილოსნები, რომლებმაც რეიტინგის სათავეში ყველა მეტი დრო გაატარეს - ხუთეული ასე გამოიყურება:

1) ნოვაკ ჯოკოვიჩი - 378 კვირა
2) შტეფი გრაფი - 377 კვირა
3) მარტინა ნავრატილოვა - 332 კვირა
4) სერენა უილიამსი - 319 კვირა
5) როჯერ ფედერერი - 310 კვირა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაციი !
zura222
20:04 27-02-2023
0

სიახლეები პოპულარული