სინერმა შემაჯამებელ ტურნირზე ჯოკოვიჩი დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინში წლის შემაჯამებელ ტურნირზე იტალიელმა იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:5 6:7 7:6 დაამარცხა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. პირველი სეტის მე-11 გეიმში სერბმა საკუთარი ჩაწოდება 40:0 წაიყვანა, თუმცა ზედიზედ 5 ქულა წააგო და იანიკს ბრეიკის შესრულების შესაძლებლობა მისცა, იტალიელმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე ისე მივიდა, რომ ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონიათ, საბოლოო ჯამში, ნოვაკმა 7:5 იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა.

დისაიდერში სინერმა და ჯოკოვიჩმა ბრეიკები მე-6 და მე-7 გეიმებში გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი იტალიელმა
7:2 იმარჯვა.

იანიკს 2-დან 2 მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს, ჰოლგერ რუნესთან გამართავს, ნოვაკი 16 ნოემბერს უმბერ ჰურკაჩს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული