სოფიო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ ნახევარფინალს ვერ უწიეს

AutoSharing Option
გუშინ, 29 ნოემბერს, იაპონიასა და თურქეთში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ამომავალი მზის ქვეყანაში 75.000-იანი შეჯიბრების ერთეულთა პაექრობაში სოფიო შაფათავამ სტარტზე ბელგიელი ელის მერტენსი დაამარცხა - 7:5, 6:3, მეორე წრეში მასპინძელ იუუკი ტანაკას სძლია - 6:4, 6:7, 6:2, მეოთხედფინალში კი რუს ქსენია ლიკინას დანებდა - 6:3, 2:6, 5:7.

საგულისხმოა, რომ შაფათავა და ლიკინა წყვილებში ერთად თამაშობდნენ, მაგრამ პირველსავე წრეში გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ეკატერინე გორგოძემაც ორ მეტოქეს აჯობა - გერმანელ ქრისტინა შაკოვეცსა (6:3,
6:2) და შვეიცარიელ ჩიარა გრიმს (4:6, 6:4, 6:2), მეოთხედფინალი მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოსთან დათმო - 6:3, 3:6, 3:6.

გორგოძე სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად ანტალიაში რჩება და ხვალიდან ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული