შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ წლის მესამე დიდი სლემის, "უიმბლდონის" წილისყრა დასრულდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები გაირკვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ვეტერან ჩეხს, ლუკას როსოლს დაუპირისპირდება, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში ასე მოხვდა.

როსოლს კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული. იყო დრო, როდესაც ის პლანეტის 26-ე ნომერიც კი გახლდათ, თუმცა ახლა, 36 წლის ასაკში, 278-ე პოზიციას იკავებს. 

გამარჯვების შემთხვევაში ნიკას შემდეგი მეტოქე ფრანგებიდან ერთ-ერთი, ან ბენუა პერი, ან ქვენტინ ჰალისი იქნება. 

რაც შეეხება ეკო გორგოძეს, რომელიც პირველად დაუშვეს კვალიფიკაციის გარეშე
დიდი სლემის ძირითად ბადეში, ის მსოფლიოს 43-ე ნომერს, რუმინელ ირინა-კამელია ბეგუს დაუპირისპირდება.

"უიმბლდონის" ძირითადი ბადის შეხვედრები 27 ივნისიდან დაიწყება. როდის ითამაშებენ ქართველი ჩოგბურთელები, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ეკოს
0
რაც ამ კაცს ბულინგი სტრსი და დევნა მოუწყეს ფემინისტკებმა და ჩვენმა "ლიბერალმა" მთავრობამ არ გიკვირთ ასეც რომ თამაშობს და ყველა გემს არ აგებს ?
zura222
21:17 24-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული