"გავწვრთნი თუ არა "ბაიერნს"? - ზიდანმა "რეკორდმაისტერის" ჩაბარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებით მატჩში, "რეალი" "ბაიერნს" უმასპინძლებს. "ბლანკოსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღნიშნული შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვის ვუგულშემატკივრებ? რა თქმა უნდა, "რეალს". დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ "სამეფო კლუბი" გავა.

გავწვრთნი თუ არა მომავალში "ბაიერნს"? არა, მხოლოდ მატჩის ყურებას ვაპირებ", - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა "რეალის" მეორე გუნდში დაიწყო, ერთი სეზონის განმავლობაში ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და "სამეფო კლუბს" 2021 წელს საკუთარი
გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.

altMarca: ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

altუკრაინელმა ფეხბურთელმა მსაჯს თავი ზიდანის სტილში "გლიჯა"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნს გაწვრთნა არ ჭირდება, კარგადაა გაწვრთნილი. კარგი ტაქტიკოსი კი შეიძლება ჭირდებოდეს.
ბადრი
14:30 06-05-2024
4

სიახლეები პოპულარული