ეკატერინე გორგოძემ ანტალიის 10 000-იან ტურნირში გაიმარჯვა

AutoSharing Option
გუშინ, 22 ნოემბერს, ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს თბილისელი ეკატერინე გორგოძე და ელენა რიბაკინა (რუსეთი) დაუპირისპირდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან: მიხაელა გიოკა (რუმინეთი), მარა შმიდტი (აშშ), აგნეს ბუკტა (უნგრეთი, 6:1, 6:4) და ანა ბონდარი (უნგრეთი, 6:3, 6:2). ფინალში რუს ელენა რიბაკინას 7:5, 6:7, 6:3 სძლია (ორთაბრძოლა 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა) და მთავარი პრიზი დაიმსახურა.

ქართველი ჩოგბურთელი ისევ ანტალიაში რჩება და თანამემამულე სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად ახალ 10.000-იან
ტურნირში ჩაებმება. სტარტზე მის მეტოქეს კვალიფიკაცია გამოავლენს, ქვაცაბაია კი თურქ სევენ ორალთან გაარკვევს ურთიერთობას.

იაპონიაში ქალთა 75.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს სოფიო შაფათავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული