მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო

AutoSharing Option
იტალიაში, მიზანოს ტრასაზე გაიმართა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ეტაპი. გამარჯვება მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "ჰონდას" წევრმა მარკ მარკესმა მოიპოვა, ხოლო საერთო ჩათვლის ლიდერმა, "იამაჰას" პილოტმა ვალენტინო როსიმ მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ მაინც ჰქონდა რბოლის შემდეგ კმაყოფილების საბაბი, რადგან გაზარდა უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

მარკესს მეორე სასტარტო პოზიცია ჰქონდა "იამაჰას" პილოტის ხორხე ლორენსოს უკან. მესამე იყო როსი. სტარტიდან რამდენიმე წრის შემდეგ, მრბოლელებს წვიმის გამო პირველად მოუწიათ მოტოციკლების შეცვლა. ბოქსებში მეორე შესვლა 10-12 წრის შემდეგ შედგა, როცა წვიმამ გადაიღო და ტრასა გაშრა.

ლიდერთაგან,
მარკესი პირველი გავიდა სტარტზე "სლიკებით". ამ მომენტში როსი დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ ყოველ წრეზე 0.1 წამს კარგავდა, ამიტომაც მას ასევე მოუწია ბოქსებში შესვლა. იტალიელის ამ ტაქტიკამ არ გაამართლა და მან მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ლორენსო ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც საბურავები გამოცვალა, მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული, პირველივე წრეზე დაეცა და რბოლას გამოეთიშა.

პოდიუმზე მეორე და მესამე ადგილები ბრიტანელებმა - ბრედლი სმიტმა და სკოტ რედინგმა დაიკავეს.

13 ეტაპის შემდეგ, მარკესი ისევ მესამეა გენერალურ კლასიფიკაციაში. ლიდერი კი კვლავაც ვალენტინო როსი გახლავთ. იტალიელმა ძირითად კონკურენტთან - ხორხე ლორენსოსთან სხვაობა 23 ქულამდე გაზარდა.

სან მარინოს გრან-პრი
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 48.23,819; 2. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +7,288; 3. სკოტ რედინგი (ბრიტ, Honda) - +18,793; 4. ლორის ბაზი (საფ, Yamaha ) - +26,427; 5. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 33,196; 6. დანილო პეტრუჩო (იტა, Ducati) - +35,087; 7. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +36,527; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +37,434...

საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 247; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 224; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 184; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 159; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 135; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 128; 7. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 109; 8. დანილო პეტრუჩო (იტა, Ducati) - 93.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული