ვალენტინო როსი ბრუნდება

AutoSharing Option
მოტოსაჯინიბო Yamaha-ის პილოტი ვალენტინო როსი მონაწილეობას მიიღებს არაგონის გრან პრიში, - წერს მოტოგრანპრის ვებგვერდი.

31 აგვისტოს, ლეგენდარულმა იტალიელმა ვარჯიშის დროს მომხდარი ავარიისას ფეხი მოიტეხა და მეორე დღეს ოპერაცია გაიკეთა. და უკვე 18-19 სექტემბერს, როსიმ სატესტო რბოლები ჩაატარა.

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ჯერ ისევ გრძნობს ფეხში ტკივილს, მაგრამ უკვე არც ისე ძლიერს და მზად არის სტარტზე გასასვლელად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული