ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
მოტოგრანპრის ლეგენდარული პილოტი, იტალიელი ვალენტინო როსი იტალიაში მოტოკროსზე მომხდარი ავარიის გამო საავადმყოფოში მოხვდა, - იტყობინება Gazzetta dello Sport-ი. მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა მარჯვენა ფეხი მოიტეხა.

როსის სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდა, რომლის შემდეგაც მას წელიწად-ნახევარი ფეხში მეტალის ფირფიტა დარჩება.

იტალიელის გუნდის, Movistar Yamaha-ს ოფიციალური გვერდი წერს, რომ როსიმ უკვე დაიწყო აღდგენა. მიმდინარე სეზონში ვალენტინო მეოთხე ადგილზეა მოტოგრანპრის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში, მაგრამ მისთვის წლევანდელი ჩემპიონატი დასრულებულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული