ვალენტინო როსის 993 დღე

AutoSharing Option
ჰოლანდიის გრანპრის სტარტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოტოგრანპრიში კვალიფიკაციას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება: პოულის მფლობელი კელ კრატჩლოუ ერთბაშად მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, დანი პედროსა კი, რომელმაც მეხუთე ადგილიდან აიღო სტარტი, ლიდერი გახდა. პელოტონმა შემდეგი სახე მიიღო: პედროსა, მარკესი, როსი, კრატჩლოუ, ლორენსო (გარღვევა მე-12 ადგილიდან), ბრადლი...

ამის შემდეგ, სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი ვალენტინო როსიმ. ლეგენდარულმა იტალიელმა გვერდი აუარა მარკ მარკესსა და პედროსას და სათავეში ჩაუდგა რბოლას. კარგი იყო ხორხე ლორენსო, რომელსაც თავისუფალ პრაქტიკაზე განცდილი სერიოზული ავარიის შემდეგ, წესით, რბოლაში მონაწილეობა არ
უნდა მიეღო, მაგრამ ესპანელმა გარისკა, ტრასაზე გავიდა და ეტაპის მსვლელობისას კრატჩლოუს გაუსწრო, რამაც საკმაოდ პერსპექტიული მეოთხე პოზიცია მოუტანა (თუმცა რბოლის შუაში კრატჩლოუმ გაუსწრო ხორხეს, რის შემდეგაც, მსოფლიოს ჩემპიონი ჩამორჩა).

როსი დამაჯერებლად მოძრაობდა, მაგრამ მის უკან მყოფ ესპანელებს შორ მანძილზე ვერ დაშორდა. რბოლის მეორე ნახევარში მარკესმა წარმატებული შეტევა მიიტანა პედროსაზე და მეორე ადგილზე გადავიდა, იაქტიურა კრატჩლოუმაც, რომელმაც სამეულიდან გამოაგდო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი. დარჩენილ წრეებზე მნიშვნელოვანი გადაადგილებები არ მომხდარა და როსიმ, "იამაჰაში" დაბრუნების შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, ეს იყო იტალიელის პირველი მოგებაა მოტოგრანპრიში 2010 წლის მალაიზიის ეტაპის შემდეგ. ამ ორ ტრიუმფს ერთმანეთთან 993 დღე აშორებს.

ჰოლანდიის გრანპრი
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 26 წრე; 2. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +2,170; 3. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +4,073; 4. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +7,832; 5. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +15,510; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +27,519; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +31,598; 8. ალეშ ესპარგარო (ესპ, ART) - +32,405...

საერთო ჩათვლა
1. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 136 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 127; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 113; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 87; 5. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 85; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 65; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 51; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - 50...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხორხე ლორენსოს ზედიზედ მეორე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული