ფორმულა 1: შუმის ინსტაგრამით გაგვახსენებენ

AutoSharing Option
ინტერნეტში გაჩნდა ოფიციალური გვერდი, რომელიც ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს ეძღვნება.

შუმახერმა პირველი ტიტული 1994 წელს მოიპოვა და ამ თარიღიდან 22 წლის თავზე, გერმანელის აკაუნტი გაჩნდა Instagram-ში.

"რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე შუმახერის პირველი ტიტულის აღნიშვნა. მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ მოგონებები", - წერია პირველ შეტყობინებაში.

"13 ნოემბრიდან მოყოლებული, ეს გვერდი გახდება ჩვენი შეხვედრების ადგილი. გავცვლით მოგონებებს და გავიხსენებთ მიხაელის უამრავ მიღწევას".

ამ მომენტისთვის, ლეგენდარული პილოტი კვლავაც კომაში იმყოფება 2013 წელს, სამთო კურორტზე მიღებული ტრავმის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული