მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ქალიშვილი - ჯინა მარია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა რეინინგში, რომელსაც მეორენაირად ვესტერნს ანუ ცხენის კოვბოურ გაწვრთნას უწოდებენ, - წერს Daily Mail.

20 წლის ჯინა მარია ამერიკული ჯიშის ცხენით გამოდიოდა. ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ დედა კორინა, ძმა მიკი, ბაბუა როლფ შუმახერი. ტურნირი შვეიცარიის სოფელ ჟივრენში იმართებოდა, რანჩოზე, რომელიც კორინა შუმახერს ეკუთვნის. ჯინა მარიას ტრიუმფს თვალს 1400 მაყურებელი ადევნებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული