ლუის ჰემილტონი ბუკმეიკერებში მეორეა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის 10 ეტაპის შემდეგ, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი გენერალურ კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა ბუკმეიკერთა ახალი ფსონების მიხედვით, ბრიტანელი პილოტი მეორე ადგილზეა.

ბრიტანულ ტოტალიზატორ William Hill-ს მიაჩნია, რომ უნგრეთის "ჰუნგარორინგზე" გამარჯვების შემდეგ, სწორედ ლუისს აქვს ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან ტიტულისთვის ბრძოლის ყველაზე რეალური შანსი.

თუმცა ფეტელის მოგებაზე ფსონი ძალიან დაბალია, რადგან ბუკმეიკერებს მის ჩემპიონობაში ეჭვი არ ეპარებათ:

სებასტიან ფეტელი 1.25
ლუის ჰემილტონი 8.50
ფერნანდო ალონსო 12.00
კიმი რაიკონენი 15.00
ნიკო როსბერგი 101.00
მარკ უებერი 201.00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
60-tslis-naijel-menseli.html" target="_blank">ფორმულა 1: 60 წლის ნაიჯელ მენსელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული