"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ასტონ მარტინის" ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პრობლემების ჩამოთვლა და არა ბოლიდზე წონის დაკლება.

ფორმულა 1-ის მანქანების შედარებით გამარტივებაზე კომენტარი ხსენებული სპორტის აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ სულაიემმა გააკეთა; ასევე, "მერსედესის" ბრიტანელმა მრბოლელმა ჯორჯ რასელმაც.

"არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად შეცვლის არსებულ სურათს. ჩემი აზრით, სიტუაციას მანქანის წონა ართულებს და არა მისი ზომა. ზოგადად, რბოლის სტარტზე პირველივე მოსახვევში გასწრება მისი ზომის გამოა რთული და არა მასის.

რა თქმა უნდა, წონის შემცირება რთულია, რადგან ჰიბრიდული ძრავა ჩვეულებრივზე მძიმეა,
თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და სამაგიეროდ, ჩვენ უფრო დაცული გავხდით. ვნახოთ, საბოლოოდ რას მოიმოქმედებენ. თუმცა პირადად ჩემთვის მსუბუქი ბოლიდი უფრო სახალისოა" - განაცხადა 2-გზის მსოფლიო ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, ფერნანდო ალონსო წლევანდელ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება, 117 ქულა აქვს მოპოვებული, რითაც მე-3 ადგილს იკავებს, ლიდერ მაქს ფერსტაპენს კი 78 ქულით ჩამორჩება.

ფორმულა 1-ში მე-9 გრან-პრი 30 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული