ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა

AutoSharing Option
"ასტონ მარტინის" ესპანელმა მრბოლელმა და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ მონაკოში გამართულ აუქციონზე ლეგენდარული ფერარი "ენცო" 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა.

იტალიური მარკის ავტომობილს 660 ცხენის ძალა, 6 ლიტრიანი V12 (12 ცილინდრი) და 6 სიჩქარიანი ავტომატური გადამრთველი აქვს. 100 კილომეტრ საათს კი 3.65 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე, ოფიციალური წყაროს ცნობით, 365 კილომეტრ საათია. ჯერჯერობით უცნობია "ენცოს" ახალი მფლობელის ვინაობა.

შეგახსენებთ, ფერნანდო ფორმულა 1-ის წლევანდელ სეზონში მშვენივრად გამოიყურება და საერთო ჩათვლაში 99 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, პირველ-მეორე პოზიციებზე კი ავსტრიული "რედ ბულის"
2 წარმომადგენელია, მაქს ფერსტაპენი (170) და სერხიო პერესი (117).

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული