ეკატერინე გორგოძე სოფიის 25-ათასიანი ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
სოფიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 25 000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მხოლოდ ეკატერინე გორგოძე მონაწილეობს.

გუშინ სასტარტო შეხვედრაში იგი ფრანგ ჰერმონი თანს დაუპირისპირდა. შეხვედრა ორ საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ქართველმა მოიგო - 6:2, მეორე სეტში ფრანგმა წონასწორობა აღადგინა - 6:4, მაგრამ მესამე იოლად დათმო - 2:6.

მთელი მატჩის განმავლობაში თანმა ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა (გორგოძემ - ერთი), თუმცა მისი მარცხის მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მან 19-დან მხოლოდ 5 ბრეიკპოინტი გამოიყენა. ამ მხრივ ჩვენებურს ბევრად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა - 12-დან რვა გამოყენებული ბრეიკპოინტი.

მერვედფინალში გორგოძე მეორე ნომრად განთესილ კაგლა ბუიკაკჩაის (თურქეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა საათსა და 40 წუთში ჩამოიშორა გზიდან რუსი ალექსანდრა პანოვა - 7:5, 6:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული