ინგლისის ნაკრების თავკაცი: ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
მოკვტა ჩვენი საიდუმლო. ნწ, ნწ, ნწ.

P.S. რაც მეტი ასეთი ვარჯიში მით უკეთესი რაგბი გვექნება.
ანდროიდი
14 თებერვალი 2018 12:34
1
ჩვენ რა ვისწავლეთ, ეს არის მთავარი!
მერაბი
14 თებერვალი 2018 12:30
0
ჩვენ რა ვისწავლეთ, ეს არის მთავარი!
მერაბი
14 თებერვალი 2018 12:29
0
ეს უნამუსოები, ჩვენგან შერკინების სწავლა უნდათ და 6 ერში მიღება არა? უხ თთთქვენი .....
ბმბ
14 თებერვალი 2018 12:12
2
რას გავს ეს საქციელი ? ყველაფერი ფულზე და ვიღაცის კერძო ინტერესზე ხომ არ არის დამოკიდებული ? ესეც ხომ ჩინეთი და რუსეთია ? ჩვენს შერკინებას, ჩვენს სიძლიერეს ნუ გავანიავებთ. ეს რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო საქციელია.
rug
14 თებერვალი 2018 12:04
14
ეს გასაგებია მაგრამ, ამით ხომ არ ვაზიარებთ შერკინებაში ჩვენს საიდუმლო წესებს?
ბესო
14 თებერვალი 2018 11:43
3
კატამ ლომს მთლად ხეზე აძრომაც არ უნდა ასწავლოს
,,,,,,,
14 თებერვალი 2018 11:42
2

სიახლეები პოპულარული