ინგლისის ნაკრების თავკაცი: ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ამ 6 ერზე ვერ მიგვიღებენ კაიხანი, და არა იმიტო რო ჩვენი ბიჭები ცუდად თამაშობენ, ან ძალიან გაუჭირდებათ, არაა, პირიქით უფრო დავიხვეწებით. მაგრამ ეს ტურნირი არის მაყუთის საკეთებლად და არ გვინდა ჩვენ ამის გაგება.../ ჩვენი ხალხი საქართველოში დინამოს ვერ გაავსებს , იმიტო რო ბილეთი ეღირება ძვირი, ამ ტურნირის ბილეთები ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად: იტალია - ინგლისი ღირდა 300 ფუნტი , ჩემმა მეგობარმა ეს თანხა გადაიხადა, შეილება ცოტა იაფიაც იყოს, ყველაზე ცოტა 100 ფუნტი, და ეს ხალხო 1000 ლარამდე ურტყამს და მოიძებნება თბილისში ის ფულიანი და ამავე დროს რაგბზე შეყვარებული ხალხი , რომელიც ზედიზედ , ყოველ მეორე კვირას ამ ფულს გადაიხდის ბილეთში? სამწუხაროდ ძალიან მეეჩვება. / თორე ვისაც არ გაუხარდეს და ვინც საქართველოს ხელი შეუშალოს იმის ასე და ისე..../ გმადლობთ ყურადღებისათვის.../ არ დამიბლოკო , გეხვეწები ....
Vasili
21:14 15-02-2018
0
ნახე-რა, მაინც რომ ეჭვის თვალით გვიყურებს !!! *(^_°)*
დათო
15:56 15-02-2018
0

სიახლეები პოპულარული