ინგლისის ნაკრების თავკაცი: ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩვენ რა ვისწავლეთ, ეს არის მთავარი!
მერაბი
14 თებერვალი 2018 12:29
0
ინგლისელებს რა მოეწონათ და რა ისწავლეს ჩვენგან ეს გავიგეთ,მაგრამ ეხლა ის მინდა გავიგო ჩვენ რა ვისწავლეტ მათგან.ჰეიგი რატომ დუმს.მანაც თქვას რაიმე.ჩვენი ხაზის მოთამასეებს თუ და რაში წაადგა ეს ერთობლივი ვარჯიში.თუ 1 წელიწადში მაინც მივდივარო და ჩვენი საფირმო შერკინების საიდუმლო გააცნო ინგლისელებს.ერთი შერკინება გვქონდა საამაყო და როგორც ვატყობ მალე იმასაც დავკარგავთ.ვინმემ არ მითხრათ პესიმისთი ხარო.გაიხსენეთ გამოთქმა--Pესიმისტი--ინფორმირებული ყოფილი ოპტიმისტიაო.ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს
mamulo
14 თებერვალი 2018 17:11
13
რას გავს ეს საქციელი ? ყველაფერი ფულზე და ვიღაცის კერძო ინტერესზე ხომ არ არის დამოკიდებული ? ესეც ხომ ჩინეთი და რუსეთია ? ჩვენს შერკინებას, ჩვენს სიძლიერეს ნუ გავანიავებთ. ეს რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო საქციელია.
rug
14 თებერვალი 2018 12:04
14
თვითონ ინგლისელი რაგბის ბოსები ამბობენ, რონ ჩვენი ადგილი 6 ერში არაა..აე ცხვენიათ “დაბალი ეშელონის “ გუნდისგან სწავლა..იმედია ბევრი რამე დაუმალეს ქართველებმა,დარწმუნებული ვარ ინგლისელები ასე მოიქცეოდნენ!
chaachi
14 თებერვალი 2018 13:22
6
ეს არის ჩვენი რაგბის მოვლა პატრონობა?
jimsheri
14 თებერვალი 2018 12:52
13
ჩვენ ჩვენი ვასწავლეთ,მათაც გვასწავლეს რამე?-ეჭვი მეპარება.
სოსო
14 თებერვალი 2018 12:34
8
არა, ჩვენები ცხვარივით ჩავიდნენ იქ დაძახებულზე. რატომ ასეთი პესიმიზმე. ჩვენზე უკეთწსისგან თუ ვერ ვისწავლეთ იდიოტები ვყოფილვართ.
ანდროიდი
14 თებერვალი 2018 14:02
0
ვისაც უნდა და ფული არ აქვს
ვისაც უჭირს და უნდა
მიაკითხეთ პროვოკატორს
მისამართი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის უკანა შესასვლელი
პროვოკატორს
14 თებერვალი 2018 16:14
6
შენ მაგარი უზრდელი ხარ და ეტყობა ,,კლავიატურის ლომის" ტიტულსაც ფლობ .შენზე დროის დახარჯვა არც ღირს.
პროვოკატორი
14 თებერვალი 2018 17:09
2

სიახლეები პოპულარული