ინგლისის ნაკრების თავკაცი: ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა Telegraph-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ.

როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.

"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:

"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად საუკეთესო ვარჯიში იყო, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა".

გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:

"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.

ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
არაფერი ძმებო ძალიან კარგი ამბავია, ერთის მხრივ ჩვენი ნაკრების აღიარებაა, რომ ამ კომპონენტში ჩვენგან ბრიტანელებს და მსოფლიოს აქვთ სასწავლი და მეორეს მხრივ,
მხრების მოძრაობა კი კარგია, მაგრამ მთავარი ქართული მყესი და ძარღვია, უფლის მომადლებული, რომლის გამოც ყველაზე მაგარი შერკინება გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი ძალოსანი გვყავს მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სუმოისტი გვყავს მსოფლიოში,ყველაზე ძლიერი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გვყავს მსოფლიოში ყველაზე მძიმე წონაში, გავაგრძელო????? :)))
სისწრაფე და ტექნიკა თუ დაიხვეწა დამიჯერეთ ქართულ გენს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
AA
14 თებერვალი 2018 12:59
0
გაიხარე მაგ სიმართლისთვის.ჩვენ არაფერს ვკარგავთ.რაღაცას კი ნამდვილად ვისწავლით ინგლისელებისგან.
zeno
14 თებერვალი 2018 15:38
0
ინგლისის ნაკრებთან ერთი საწვრთნელი შეკრება რუმინეთის ნაკრებთან 10 შეხვედრაზე მეტს ნიშნავს. მათთან ერთობლივი ვარჯიშის ჩატარება პატივისცემის ჟესტია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
ლეკი
14 თებერვალი 2018 15:04
3
დედას გაფიცებთ ვინც წინააღმდეგი ხართ ასეთი ვარჯიშის და საიდუმლოების "გაშიფრვის" ოდესმე სპორტით ყოფილხართ დაკავებული?
პინგპონგი მაინც არ ითამაშიათ? პარტნიორის გარეშე რომ სპორტი არ ვითარდება ამას მტკიცება უნდა?
არ გავამხილოთ, საერთოდ არავის ვაჩვენოთ და არც არავისთან გამოვიყენოთ - მოგვპარეს - ქართველობა წაგვართვეს.
მიდით ლომებო დაფშვენით ძვლებში, ერთი შეგვხვდნენ და როგორ და ვინ უფრო გამოიყენებს მერე ვნახოთ.
კოტე
14 თებერვალი 2018 13:46
2
დაწყნარდით ადამიანებო . მშვიდად შეხედეთ ყველაფერს. ჩვენ ვამბობთ რო ექვს ერში მიგვიღეთ რათა უფრო განვვითარდეთ და უფრო უკეთ ვისწავლოთ რაგბის თამაში და ჩვენ ისიც კი არ გვინდა რო ჩვენი შერკინების აღიარების გამო სპარინგი გავუწიოთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს?? ეს არათუ ცუდია არამედ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია .. დინჯან მშვიდად და ჭკუით უნდა წავიდეთ აღმავლობისკენ და არა ბაქიბუქით .. ჩვენც უნდა ვასწავლოთ და შევძინოთ რაგბს რაღაცეები რო მერე ათმაგად უკან დაგვიბრუნდეს..
პ.ს . ისე კი ეს ვარჯიშია და არა რაღაც საიდუმლოს გადაცემა ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული.. საიდუმლო კი ჩვენ სისხლშია და გავუფრთხილდეთ მას...
რიგითი გულშემატკივარი
14 თებერვალი 2018 13:59
1
ვინც ვერ ხვდება,თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ვარჯიშს ჩვენი ნაკრებისთვის და ჩვენი რაგბისთვის,
ვისაც ჰგონია,რომ არიქა ქართველობას წაგვართმევენ და ჩვენს საიდუმლოს გაიგებენ ინგლისელებიო და
ვინც სკეპტიკურად უყურებთ ამ ყველაფერს,
თქვენ თუ არ იცით - მე გეტყვით სად არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ძალიან გთხოვთ რაგბის შესახებ ნუღარაფერს დაწერთ!
ჩვენ ზრდილობიანი ხალხი ვართ და არ დაგცინებთ,მაგრამ თქვენც უნდა მიხვდეთ,რომ ძალიან სულელურად გამოიყურებით!
პროვოკატორი
14 თებერვალი 2018 14:51
5
მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველები შერკინებას ასწავლიან ინგლისელებს! ეს არის ჩვენი უდიდესი აღიარება! მაგრამ მთლად ხეზე ასვლასაც ნუ ასწავლით, ერთი ორი სურპრიზი ჩვენთვისაც შეინახეთ :D
ქუთაისელი
14 თებერვალი 2018 14:31
0
კატამ ლომს მთლად ხეზე აძრომაც არ უნდა ასწავლოს
,,,,,,,
14 თებერვალი 2018 11:42
2
ჩვენი ნაკრებისათვის ეს არის აღიარება. ასევე დიდი გამოცდილება, რადგან ვარჯიში არა მარტო შერკინებაში ჩატარდა, არამედ სხვა კომპონენტებშიც. რაც შეეხება იმას, ზემოდან გვიყურებენ და ექვს ერში არ გვიღებენო რომ გაიძახიან, არა მგონია რომელიმე ინგლისელი მორაგბე ზემოდან უყურებდეს ჩვენებს, ეს ვარჯიში ედი ჯოუნზის ინიციატივა იყო და დიდი პატივისცემის გამოხატვა. რაც შეეხება 6 ერში ჩვენს მიღებას ამას ინგლისის ნაკრების მწრთვნელს და მის მორაგბეებს არავინ ეკითხება სამწუხაროდ.
imereli
14 თებერვალი 2018 17:42
3
აბა!შენ ისე მოგდის როგორც ერთ-ერთ ქართულ სპეკტაკლში, ფანდურზე დამკვრელი ტყეში დადის და იქ უკრავს,რომ სხვამ არავინ ისწავლოს დაკვრა.კარჩაკეტილი საზოგადოება, სპორტი,ეკონომიკა ვერასდროს განვითარდება.
888
14 თებერვალი 2018 13:24
3
დაკვრაც უნდა ასწავლო და სიმღერაც თუ ნიჭი აქვს, მაგრამ სპორტში როდის იყო მეტოქეები ერთმანეთს ილეთებს ასწავლიდნენ, რაშიც ჯობნი და უნიკალურია შენი ხრიკი, იმას ნუ ასწავლი თორემ მასე რაგბის თამაშიც გვასწავლეს და წესებიც ახსნილია, რა არის დაშვებული და რა არ შეიძლება.
აბა
14 თებერვალი 2018 14:37
14
ეს გასაგებია მაგრამ, ამით ხომ არ ვაზიარებთ შერკინებაში ჩვენს საიდუმლო წესებს?
ბესო
14 თებერვალი 2018 11:43
3

სიახლეები პოპულარული