"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
კარგი ანგარიშის მიუხედავად კანადელები საკმაოდ ადვილად გვიჭრიდნენ ხაზს და უელსის თამაშის წინ ყურადღება უნდა მიექცეს
912
11 ნოემბერი 2017 21:08
1
გენაცვალეთ, ბიჭებო საამაყოები ხართ მაშინაც კი როცა აგებთ, დღევანდელი გამარჯვებისთვის გაიხარეთ.
ირაკლი
11 ნოემბერი 2017 20:59
0
გილოცავთ ბიჭებო ბრწყინვალე გამარჯვებას.მე მგონი ეს თამაში პრეზენტაციაა ჩვენი ახალი სტილისა,იმ სტილისა,საითკენაც ნაბიჯ ნაბიჯ მიემართებოდა ჩვენი ნაკრები.მოუთმენლად თუ მოთმინებით ველოდით,როდის დავაჟკაცდებოდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებების უკანა ხაზი და დავაჟკაცებისა რა მოგახსენოთ,ჯერ ისევ ყმაწვილები არიან,მაგრამ ნაკრების თამაშში რადიკალური ცვლილებები უკვე შეიტანეს.გუნდი შეუდარებლად სწრაფი გახდა.მათ მხარს შესანიშნავად უბავს ძველი გვარდია და შედეგიც სახეზეა.არადა ხომ ვნახეთ,კანადაზე ვერავინ იტყვის სუსტი ნაკრებიაო.პირიქით.საბოლოო სახის მიღებამდე ჯერ შორია და ჯერ კიდევ ზღვა სამუშაოა შესასრულებელი,მაგრამ უკვე გაიბრწყინა იმ თამაშის კონტურებმა,როგორიც მიზნად დაისახეს მილტონ ჰეიგმა და რაგბის ფედერაციამ.რა თქმა უნდა ბრწყინვალედ გაისარჯა მთელი გუნდი,მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო უკანა ხაზი და ბრწყინვალე სოსო მათიაშვილი.სოსომ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა ზრდა,მსოფლიო პირველობაზე შეიძლება ვარსკვლავების მარაქაშიც გაერიოს.რაც შეეხება იმბრწყინვალე ლელოს,რამდენჯერმე გავამეორე და მაინც დარწმუნებული არა ვარ რომ იყო,უფრო თითქოს არა,მაგრამ თავისი სილამაზით ის მომენტი და ნახტომი მთელ თამაშს მირჩევნია და საუკეთესო ლელოზე პრეტენზიაც დამსახურებული იქნება.აწ განსვენებულ ბახვა ბაიხოიძეს აქვს ასეთი სტრიქონი დაწერილი,"თუ არ შველს გამონთებული,აბა ის რაღა ჯიქია".ეს ნახტომიც ზუსტი ასლი იყო ჯიქის,ლეოპარდის საბოლოო ნახტომისა და მგონი შეიძლება ამ ბიჭს,ამომავალ ვარსკვლავს,მეტსახელად ჯიქი დავარქვათ.
სოსო
11 ნოემბერი 2017 20:56
0
აი ამას ქვია თამაში!! შეკითხვები არ მაქვს!!!!!
კალე
11 ნოემბერი 2017 20:37
0
უელსიდანაც ბრწყინვალედ დანგრეულებს გამოუშვებენ..
gio
11 ნოემბერი 2017 20:26
14
შენ ეტყობა გალახული ყევხარ რომელიმეს
კახა
14 ნოემბერი 2017 15:56
0
გიო რატომ ასეთი ღვარძლით? მერე რა რომ გადაგვივლიან? თამაშის ხარისხი მატულობს, სკამი იზრდება, რაგბის განვითარება ქვეყანაში სწორად მიდის, უკეთესი და უკეთესი ბავშვები მოდიან, ნახე აკადემიის ბავშვები რა რაგბს თამაშობენ (კიდევ იგეგმება მათი გაფართოვება). წინ მივდივართ და ის დროც მოვა როცა ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით და თამაშებსაც მოვუგებთ ექვსი ერის გუნდებს და სამხრეთელებსაც. მთავარია სწორად მიდის ქართული რაგბის სამყარო და უკეთესი იქნება ხელი შეუწყოს ყველამ და არა პირიქით.
nike
12 ნოემბერი 2017 22:50
0
ყველა გამოხმაურება
აუტვირთეთ ფეხბურტელებს მობილურებში თუ როგორ უნდა თამაში ბოლომდე მიუხედავად ანგარიშისა რაც კარგად გამონდა მატიაშვილის ლელოში , მადლობა ბიჭებს
პაატა
11 ნოემბერი 2017 20:21
0
ქართველებმა შემაყვარა რაგბი! თქვენ აუცილებლად იქნებით მსოპლიო ჩემპიონები!!
დიდება ჩვენ რაგბს!
Georgia
11 ნოემბერი 2017 20:09
0
გილოცავთ. საინტერსო დასაწყისია წლევანდელ სერიაში
ანდრი
11 ნოემბერი 2017 20:08
1
საღოლ ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ!
irakli
11 ნოემბერი 2017 20:03
0

სიახლეები პოპულარული