"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ნატომი კი მინახია ცხოველთა მეფის ლომის თავის მსხვერპლს რომ მისდევს. მაგრამ სოსოს ნახტომმა. ლომს გადაუჯოკრა. ნახტომში ჩანდა მისი დამოკიდებულობა საქმისადი.ერთგულება პატივისცემა თქვენ გაიხარეთ.ძალიან ვისიამოვნე თქვენი თამაშით ღმერთმა დაგლოცოთ.
achi.
18:06 16-11-2017
0
საოცარი ხალხი ვართ. ახლა ერთი კვირის წინანდელ კომენტარებს გადავხედე ამავე საიტზე. თამაშის წინა სტატიებზე :))
ახლა კი რაც შეეხება თამაშს: 1) ლელო, რომელიც შერკინებაში დაჯარიმების გამო გავუშვით (სწრაფად გათამაშებულ ლელოს ვგულისხმობ), აშკარად იმის ბრალი უფრო იყო, რომ მტელი შერკინება ბურთს უკან დარა და თანაც ალბათ ყველა დარწმუნებული იყო, რომ კანადა დაჯარიმდა. შეცდომაა მარა არა დამღუოველი. კარგია რომ ასეთ თამაშში მოხდა. კანადა გუნდია, რა გვინდა, გაშლილლი და შემტევი რაგბის მცდელობა გვქონდეს და ქულები არ გავუშვათ??? გადახედეთ შოტლანდია სამოას. 38 ქულა გაუკეთა შოტლანდიას სამოამ მარა რა შოტლანდია სუსტია??? მაგარი ლოგიკაა. აქცენტი იყო მრავალფეროვან, შემტევ რაგბზე, სადაც შეცდომების დაშვების რისკი მეტია. მესამე ლელოზე კი სუფთა გამოუცდელობით დაშვებული შეცდომა იყო და მეტი არაფერი. სად შემორბის მათიშვილი ნახეთ მაგ დროს. იჩქარა. ვერ გათვალა მოწინააღმდეგის ტრაექტორია. ასეთ თამაშებზე ვსწავლობთ. ვეტანხმები გამომოსვლელბს, რომ ეიფორია არ ვარგა. მაგრამ ის, ვინც პროგრესს ვერ ხედავს ალბათ ვერც დაინახავს. მე მომწონს როგორც განვიტარების ტემპი, ისევე თამაშის ხარისხი. როდესაც სიბნელეა, იქ პატარა მბჟუტავი სინათლის შუქი უფრო კაშკაშებს, ვიდრე განათებულ შენობაში ნათურა. სიბნელია განათება უფრო ადვილია ვიდრე განათებულის გაკაშკაშება. როცა ამის დრო იყო ძალიან სწრაფად მივიწევდით წინ. აი ახლა კი უკვე მიჯნაზე ვართ პირველი და მეორე დონის სარაგბო ერებს შორის. აი აქ კი სწრაფი განვითარება უტოპიააა. ამიტომ ვემხრობოდი მეტლიტონბას დარჩენას მე და ვემხრობბი დღესაც. ჯერ ჩვენი გუნდი არაა მელიტონაზე "დიდი". როგორც კი ამ დონეზე განვვითარდებით, საქმე თავად მოითხოვს სიახლეს. მადლობა ბიჭებს და წარმატებები. ვისურვებდი, რომ უელსთანაც შევუტიოთ. ისინი ტავის დასადებს მაინც დაგვიდებენ და 15 ქულით მეტს გავუშვებთ თუ ნაკლებს არ მადარდებს. ამ ბიჭების შეტევითი პოტენციალის ნახვა მინდა დიდ გუნდებთან თორე დაცვა უკვე გვინახავს. არგენტინასთან თამაშის მეორე ტაიმი მინდა უელსში თავიდანვე
ukleba
15:45 13-11-2017
0
სიახლეები პოპულარული