"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
Ai utxarit im pisos gadmoiceros amati tamashebi da iscavlos tavgancirva da kveynis pativiscema.. da ara mogonili uplebebis dacva
Don
12 ნოემბერი 2017 04:11
2
მახსოვს როგორ აკრიტიკებდნენ ილტონს რუმინეთთან მარცხის გამო და "პროფესორები" ერთ ამბავში დროზე წავიდესო. მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ მილტონი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, შედეგიც სახეზეა. რაგბს დაახლოებით 2003 წლიდან ვუყურებ, ინგლისს რომ ვეთამაშეთ, თამაში არ გამომიტოვებია მას შემდეგ და ასეთი ღია , ლაღი რაგბი ასეთ მეტოქესთან უფრო გამოცდილებსაც თუ გახსოვთ არ ვიცი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჰეიგმა ჩვენი ერის ხასიათის გასაღებს მიაგნო და უკირკიტებს, შედეგიც სახეზეა.

ვფიქრობ მსოფლიო თასისთვის სერიოზული გუნდი გვეყოლება
თოთი
12 ნოემბერი 2017 03:25
1
ვულოცავ სოსო მათიაშვილს. მან ჩვენი რაგბის ისტორიაში 1 მატჩში აღებული ქულების რეკორდი დაამყარა - 34 ქულა.
gogig
12 ნოემბერი 2017 02:19
0
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი!
კაცნი ყოფილხართ ბურთის დამშვენი!
qomagi
12 ნოემბერი 2017 02:06
0
კარგი იყო ფრთების შეტევა. უელსთან უკეთეს დაცვას ველოდები. მოუხდა ნამდვილად ახალების სისწრაფე ფლანგებზე კარგად დარბიან და ბოლომდე იბრძვიან. მსოფლიოზე საშიში ძალა გვექნება ყველასთვის. საქართველოს გაუმარჯოს!! ჩვენს რაგბისტებს გაუმარჯოს!! გაქართველებულ მილტონს გაუმარჯოს!! ყველაზე სწორად უდგება საკითხებს და სწორად აფასებს მე მჯერა მილტონის
Me
12 ნოემბერი 2017 01:37
0
აშკარად წაადგა ახალგაზრდები. უფრო დახვეწილი და სრულფასოვანი რაგბი გამოგვივიდა. მადლობა
გიო
12 ნოემბერი 2017 00:37
0
ლომები ხართ, და ჯიგრები.... /// უელსი ძლიერია ძაან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულხელდაკრეფილები არ დადგებიან ჩვენები...
Vasili
11 ნოემბერი 2017 23:46
0
გენაცვალეთ ბიჯებო,თქვენ რო თამაშობთ უამაყესი ვარ, სულ მბურძგლავს ვამაყოფთ თქვენით წარმატებებიიიიიიი !
მარი
11 ნოემბერი 2017 22:03
1
გაიხარე მარი.კაცს ვაჟკაცად და გმირად ქალი ჰქმნის.შენც მგონი შემქმნელთა რიგებში ხარ.ძალიან მიხარია.
სოსო
13 ნოემბერი 2017 23:18
0
ბოდიში LIKE მაგივრად ანლაიკს დამეჭირა :). მეც მბურძგლავს ანალოგიურად! თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!!
Bodishi
12 ნოემბერი 2017 14:41
0
გენაცვალეთ ბიჭებო დიდი მადლობა ასეთ ლამაზი თამაშით რომ გაგვახარეთ კიდევ ერთხელ. მათიაშვილი ღირსეული შემცვლელია მეკოსი.
Jigaro
11 ნოემბერი 2017 21:52
0
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. ძალიან ვისიამოვნე თამაშით.

ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ძლიერი მომავალი თაობა მოდის.
გენაცვალეთ და ყველა მიყვარხართ.
11 ნოემბერი 2017 21:08
0

სიახლეები პოპულარული