"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
დიდი მადლობა ბიჭებს ამ ლამაზი თამაშისთვის და დიდი მადლობა მელიტონს ამ ბიჭებისთვის და ლამაზი თამაშისთვის... სულ გამარჯვებით გევლოთ რომ დიდი სიხარული გვაჩუქოთ ჩვენ
nikola
12 ნოემბერი 2017 11:11
1
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. ძალიან ვისიამოვნე თამაშით.

ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ძლიერი მომავალი თაობა მოდის.
გენაცვალეთ და ყველა მიყვარხართ.
11 ნოემბერი 2017 21:08
0
გენაცვალეთ, ბიჭებო საამაყოები ხართ მაშინაც კი როცა აგებთ, დღევანდელი გამარჯვებისთვის გაიხარეთ.
ირაკლი
11 ნოემბერი 2017 20:59
0
ქართველებმა შემაყვარა რაგბი! თქვენ აუცილებლად იქნებით მსოპლიო ჩემპიონები!!
დიდება ჩვენ რაგბს!
Georgia
11 ნოემბერი 2017 20:09
0
ესენი რომ არ გვყავდნენ. აქამდე ფეხბურთის(ფეხბურთელთა) გამო ინსულტ-ინფარქტ-ჰიპერტონიების პროცენტულობა ერში გაცილებით მაღალი იქნებოდა,გ მ ა დ ლ ო ბ თ ბიჭებო!!!
G E L A
12 ნოემბერი 2017 13:45
1
აი ამას ქვია თამაში!! შეკითხვები არ მაქვს!!!!!
კალე
11 ნოემბერი 2017 20:37
0
იური გაგარინს შეშურდებოდა სოსო მათიაშვილის "არაამქვეყნიური ლელო".... Super!!! Bravo!!! Biss!!! გაგიმარჯოთ და გმადლობთ!!! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!! ღირსეულო ქართველებო!!!
tngh
12 ნოემბერი 2017 12:39
1
საღოლ ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ!
irakli
11 ნოემბერი 2017 20:03
0
თქვეენ ჩაგეხუტეეთ ბიჭებო. როგორ მაგრად მიყვარხართ მიხარიხართ და ვამაყობ თქვენით თქვენ გენაცვალეთ სულში გულში თავდადებაში ქართველობაში და რავიცი რა გითხრათ როგორ მოგეფეროთ სიტყვები არ მყოფნის.. ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით ბიჭებო.. ასევე ძალიან დიდი მადლობა მაგარ კაცს და მაგარ ადამიანს მილტონ ჰეიგს რომელიც სულს და გულს დებს..წარმატებები ბიჭებო უფალი გფარავდეთ..გორგოძილას ჩემი მოკითხვა დიდი სიყვარულით ერთი რიგითი ქართველისგან..
გიო
13 ნოემბერი 2017 11:45
0
გილოცავთ. საინტერსო დასაწყისია წლევანდელ სერიაში
ანდრი
11 ნოემბერი 2017 20:08
1

სიახლეები პოპულარული