კალათბურთი

სხვადასხვა

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა 30 ივლისს ჯგუფის ფავორიტ ხორვატიასთან შეხვედრა 13 ქულით - 49:62 დათმო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკა ჩეჩელაშვილი იყო 16 ქულით, კახა ჟღენტმა კი 11 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ტალინი მასპინძლობს. ტურნირში მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული და პლეი ოფში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ქართველ კალათბურთელებს მომდევნო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს ბულგარეთთან ელით, 2-ში კი ჯგუფურ
ეტაპს უნგრეთთან დაპირისპირებით დაასრულებენ.