სუპერლიგა 2017/18: "სოხუმი" უკრაინელებითა და მიხეილ კობეშავიძით

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი "სოხუმი" ახალ სეზონს სერიოზული ცვლილებებით ხვდება. შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადახალისდა, ხოლო მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტის ნაცვლად ქართველი იმუშავებს.

წინასასეზონო პერიოდში "სოხუმში" ჩაირიცხნენ უკრაინელი ლეგიონერები მაქსიმ ლუცენკო (კიევის "ბუდიველნიკი", უკრაინის ჩემპიონი, 2017), ანატოლი ჩელოვანი (ოდესის "ბიპა"- უკრაინის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი) და ბოგდან ბაიდა (გასულ სეზონში თამაშობდა კრემენჩუგის "კრემენში", მანამდე "აზოვმაშის" რიგებში ორჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი და თასის მფლობელი).

გუნდს შეუერთდება უკრაინელი კალათბურთელი სერგეი პრიმაკი (კიევის "ბუდიველნიკი", უკრაინის ჩემპიონი, 2017) და ამერიკელი ლეგიონერი კვან ოულერი.

ამ კალათბურთელების "სოხუმში"
გადასაბირებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა "სოხუმის" სპორტული დირექტორი არტიომ ბუცკი (კიევის "ბუდიველნიკის" ყოფილი კაპიტანი და უკრაინის ნაკრების წევრი).

"სოხუმის" დამფუძნებელმა და მფლობელმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ შეგვატყობინა, რომ 2017-18 წლების სეზონში გუნდის თავკაცად იმუშავებს მიხეილ კობეშავიძე, რომელიც თებერვალ-მაისში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ გიგა კვეტენაძე და ოთარ ბულიავა. "ბათუმიდან" გადმოვიდნენ ლევან და მაიზერ რევაზაშვილები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0