U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა დათმო და ბრძოლა 17-24 ადგილებისთვის გააგრძელა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქე გახლდათ ლუქსემბურგი, რომელსაც ქართველებმა დამაჯერებლად - 62:44 მოუგეს და თავიდან აირიდეს B დივიზიონის ბოლო ადგილებზე გასვლა.

საქართველოს ნაკრებში 12 ქულით ნიკა მეცხვარიშვილი გამოირჩა. 10 ქულა ჰქონდა ოთარ პერტაიას, ხოლო კახა ჟღენტმა და ლუკა კალატოზიშვილმა თავი 9-9 ქულას მოუყარეს.

საქართველს ნაკრები, რომელიც მე-17 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს, მომდევნო მატჩს 5 აგვისტოს,
19:15 საათზე გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული