"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა, რომელშიც 113:117 დამარცხდა,. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ "ტეხასელთა" ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ მამუკელაშვილი მისი საყვარელი მოთამაშეა.

"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა. უბურთოდ ძალიან ჭკვიანურად მოძრაობს. უამრავ ჩაჭრას აკეთებს და დაკარგულ ბურთს იბრუნებს. სტაბილურობას ინარჩუნებს და ცდილობს, არასდროს გაჩერდეს. ქართველის თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში მოე
დანზე 6.9 წუთს ატარებს, რა დროშიც საშუალოდ 2.8 ქულას, 2 მოხსნას და 0.8 შედეგიან პასს აგროვებს; მისი "სან ანტონიო სპურსი" კი დასავლეთ კონფერენციაში 18 გამარჯვებითა და 57 მარცხით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Expressnews.com-ის მიხედვით

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
აფირისტ!
გია
21:04 01-04-2024
1
წარმატებები სანდრო, საამაყოა ამ დონის მწვრთნელი რომ გაქებს და ასე თბილად მოგიხსენიებს. დიდი იმედი გვაქვს შენი, ქართული კალათბურთის მომავალი დეკადის გამორჩეული წევრი უნდა იყო
1

სიახლეები პოპულარული