მამუკელაშვილს "დენვერთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მე-2 მატჩია, მანამდე შეზღუდულად მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს დრო მიეცა და ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 2 დღის წინ "დენვერთან" შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იმავე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა დენვერში გამართულ შეხვედრაში, რომელიც "სან ანტონიომ" ბრძოლაში 105:110 დათმო.

ქართველი ფორვარდი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მის გუნდში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება.

"დენვერის"
შემადგენლობაში 42 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი.

მომდევნო მატჩს "სან ანტონიო" 6 აპრილს ნიუ ორლეანში "პელიკანსთან" გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორჯერ შემოვიდა მამუ მოედანზე ორჯერვე აგებდნენ და მამუს შემოსვლის მერე ამოქაჩეს და მეორედ საერთოდ 9 ქულით გავიდნენ წინ და ამ დროს ორივეჯერ ისევ სკამზე დასვა იმ ბებერმა ბ...მა პოპოვიჩმა @ არადა რომ კითხო მაგ ბებერ მარაზმატიკს--მამუ მისი "საყვარელი მოთამაშეა" @@
zura222
14:11 03-04-2024
0

სიახლეები პოპულარული