დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნისა" და "რეალის" დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

"მანჩესტერ სიტი" გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ "ბაიერნიც" შესანიშნავი გუნდია. როგორც ჩანს, "რეალს" მცირე უპირატესობა აქვს. "ბაიერმა" ბუნდესლიგაში "ბაიერნის" ჰეგემონია დაასრულა, მაგრამ ამ გუნდთან თამაში მაინც ძალიან რთულია. ნებისმიერ გარემოებაში რთული მეტოქეა", - ციტირებს დელ ბოსკეს The Athletic-ი.

"ბაიერნისა" და "რეალის" პირველი ნახევარფინალური მატჩი დღეს მიუნხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ულვაშა შე ძველომ მოტეხა ფეხი დავიტ ყიფიანს.
მალხაზ ჯობავა
15:33 01-05-2024
1
ულვაშ შე ძველო!
ლაშა
20:47 30-04-2024
0

სიახლეები პოპულარული