შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მოულოდნელი საშინაო მარცხი "ბრეოგანთან"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში დასანანი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კანარის კუნძულელები საკუთარ მოედანზე ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ „ბრეოგანთან“ დამარცხდნენ. აღადა, პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 55:44 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 92:87 გაიმარჯვეს.

შეუჩერებელი იყო კანადელი ტომას სკრაბი, რომელმაც გამარჯვებაში 26-ქულიანი წვლილი შეიტანა. ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო. გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:

20 წუთი, 11 ქულა (4/2 ორქულიანი, 7/7 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა. „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში 6-6 მოგება-წაგება აქვს და მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო
მატჩს ჩემპიონთა თასზე 5 დეკემბერს „ვეფ რიგასთან“ გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული