შერმადინის 7 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ვალენსიაში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" სტუმრად უშუალო კონკურენტ "ვალენსიას" შეხვდა და ისე წააგო, წარმატების შანსი არ მისცემია. მასპინძლებმა ყველა პერიოდი მოუგეს კუნძულელებს და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით – 98:73 გაიმარჯვეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე 14:24 წუთი გაატარა. ქართველ ცენტრს ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა მას ჩვეულად მაღალი შედეგიანობით არ უსვრია. გიორგიმ 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 1 ორიანი მოაყოლა და თავი 7 ქულას მოუყარა. ამის გარდა, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნას იყო.

ტენერიფელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო
კაილი გაი, მარსელინიო უერტასმა 10 ქულა და 9 პასი მიითვალა. "ვალენსიაში" 17 ქულით და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ნიგერიელი სემი ოჯელეი. ხაიმე პრადილამ 15 ქულა მოაგროვა.

ამ მოგებით "ვალენსია" ცხრილში "ტენერიფეს" გაუთანაბრდა და ორივეს 19 მოგების წილ 11 მარცხი აქვს. შემდეგი ტურის მატჩს "ტენერიფე" 1-ელ მაისს, შინ "უნიკახასთან" გამართავს. მანამდე კი ფიბას ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი ელის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეგობრებო, დაიწყო ესპანეთის ლიგა ენდესას გამოკითხვა საუკეთესო კალათბურთელის mvpmovistar -ის გამოსარკვევად, სადაც გიო შერმადინი მონაწილეობს.
აბა ჩვენ ვიცით , როგორ ამოვუდგებით გვერდში გიოს ხმების მიწვდენით.
lugu123@walla.co il
21:21 25-04-2024
0
შერმადინს ალბათ მოეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ამიტომ იყო ასეთი ნაკლებშედეგიანი! კეთილო ხალხო ასეა ეს - თუ სტატისტიკას გადავხედავთ!
პლეხანოველი
00:21 22-04-2024
3

სიახლეები პოპულარული