შენგელიას 33 წუთი და "ვირტუსის" მარცხი "ბაიერნთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-11 ტურში "ბაიერნმა" "ვირტუსს" უმასპინძლა და 90:76 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან თორნიკე შენგელიამ მოედანზე 33:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ბაიერნის" მსუბუქი ფორვარდი სერჟ იბაკა გახდა. ერთ დროს NBA-ს ვარსკვლავმა 23 წუთში 24 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

ამრიგად, "ვირტუსი" ევროლიგის სატურნირო ცხრილში 7 გამარჯვებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზეა. იტალიელები მორიგ მატჩს ჩემპიონატში 3 დეკემბერს, "ტორტონას" წინააღმდეგ გამართავენ.

altშენგელიას მორიგი კარგი მატჩი და "ვირტუსის" გამარჯვება

altშენგელიას ორმაგმა დუბლმა

"ვირტუსი" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა

altშენგელიას 30 წუთი და "ვირტუსის" მარცხი "რეალთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული