შენგელიას ორმაგმა დუბლმა "ვირტუსი" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" ათენში "პანათინაიკოსთან" 76:90 დამარცხდა.

ბოლონიური გუნდი დასკვნითი პერიოდის წინ 63:62 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო პერიოდი ჩააგდო და მარცხი განიცადა.

შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა: 32:12 წუთში 17 ქულა (13-დან 8 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 11 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ, სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.

თორნიკეს თანაგუნდელმა მარკო ბილინელიმ 20 ქულა ჩააგდო. 24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა მძიმე ფორვარდი კონსტანტინოს მიტოღლუ
იყო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა და მატჩის MVP გახდა.

"ვირტუსი" 6 მოგებით მესამე ადგილზეა და 23 ნოემბერს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენგელია რომ უმაღლეს მწვერვალზე არის არის იმის დამსახურება რომ თამაშობს ერთ ერთ უმაღლეს ლიგაში.
ყურადღება მიაქციე გურასპაულის კომენტატორობას რომელმაც თქვა რომ ქართული კლუბი აქ რომ თამაშობდეს მერე როგორ ვიქნებოდით თავის თავზე თქვა.პრეზიდენტოპის პერიოდში ხომ შეიძლებოდა ქართველი პერსპექტიული ბავშვები წამოეწია წინ და სუპერლიგა გაეხადა ერთ ერთი ძლიერი ამ ბავშვებით მაგრამ რა 207სმ სიმაღლის ბავშვი კითხეთ არის თუ არა პერსპექტიული. და პრობლემა იმაშია რომ აკადემიების დონეს არ აკონტროლებენ არ ახლა. მე რომ ვიყო უმაღლესი წარმომადგენელი გამოვყობდი ჯგუფებს და თვეში ერთხელ ან ორჯერ შევამოწმებდი აკადემიების საქმიანობას და ლიცენზიების დაწესებას დავიწყებდი.თუ უნდათ რომ ევროპის ჩემპიონატების ლიგაში ვითამაშოთ.
აზრზე არ არიან
ბოლოს სპორტალის რედაქცია გვაძლევენ მიმართულებას და რატო არაფერს აკეთებთ.
და ზედამხედველობას რატო ვაპირებ ავხსნი ყველა აკადემიას ყავს მამიკოს და მეგობრის შვილები ისინი იქაჩებიან და პერსპექტიული ბავშვი იკარგება.
მაგ გეტყვით ზაზა ფაჩულიამ გამოაგდო ერთი ბავშვი და რა გუნდშიც თამაშობს მაგათ რომ შეხვდა 36 ქულა ჩაუგდო.
ასე ხდება აკადემიებში.
არ დაბლოკოთ
ადამიანი
11:44 18-11-2023
0
ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული კალათბურთის ისტორიაში
თენგაბი
07:22 18-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული