"ვირტუსმა", შენგელიას ლიდერობით, სტამბოლში "ეფესი" დაამარცხა და პლეი-ინის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროლიგის პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. ამ ბრძოლაში 2 მატჩია მოსაგები, საიდანაც ბოლონიელებმა ერთში უკვე იმარჯვეს. სანამ ამის შესახებ გეტყოდეთ, გაგაცნობთ ევროლიგის ფორმატს. პლეი-ოფში პირდაპირი გზით გავიდა რეგულარულ ჩემპიონატში, ანუ 34 ტურით თავზე, მოწინავე 6 გუნდი. პლეი-ოფის ბოლო 2 ადგილი თამაშდება ცხრილში 7,8,9 და 10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის.

მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდების მატჩში გამარჯვებული პლეი-ოფში პირდაპირ გავიდა. ამ შეხვედრაში "მაკაბიმ" 113:85 გაანადგურა "ბასკონია" და ებრაული გუნდი პლეი-ოფში "პანათინაიკოსს" შეუწყვილდა. წაგებულ "ბასკონიას" კიდევ ერთი შანსი აქვს
– ის რეგულარულში მე-9 და მე-10 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი-ინის მატჩის გამარჯვებულს ხვდება. "ვირტუსმა" მე-10 ადგილი დაიკავა და სტუმრად მე-9-ზე გასულ "ეფესს" შეხვდა.

სტამბოლში გამართული შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და თორნიკე შენგელიას ლიდერობით, "ვირტუსმა" მასპინძელი 67:64 დაამარცხა. თორნიკე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ბომბარდირი გახდა. თორნიკემ 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

გადამწყვეტი მომენტი ლუნდბერგის სამქულიანი იყო. დანიელმა იფემ 13 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და "ვირტუსის" უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა- 67:61. "ეფესმა" სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ჯარიმა დროულად ვეღარ აიღო და "ვირტუსმა" პლეი-ინის ფინალის საგზური მოიპოვა. პლეი-ინის ფინალური მატჩის თარიღი სულ მალე გაირკვევა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული