AS: თორნიკე შენგელია ამერიკაში გაემგზავრება

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია აშშ-ში გაემგზავრება და ლიგა ენდესას მორიგ ტურში "უნიკახასთან" არ ითამაშებს.

გამოცემა იუწყება, რომ თორნიკესა და მის მეუღლეს, სალომეს მესამე შვილი შეეძინათ და შობას ოჯახი ერთად შეხვდება.

გადატვირთული კალენდრის მიუხედავად ბასკურმა კლუბმა თორნიკეს გამგზავრების უფლება მისცა.

შენგელია გუნდს 27 დეკემბერს მოსკოვში შეუერთდება, სადაც ევროლიგაზე "ხიმკის" დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩის შემდეგ "ბასკონია" "რეალს" ეთამაშება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული