შერმადინის 16 ქულა და "უნიხაკას" დამაჯერებელი გამარჯვება "ესტუდიანტესთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ რამოდენიმე წაგების შემდეგ გაიმარჯვა მალაგას "უნიხაკამ", რომელმაც ესპანეთის პირველობის მე-6 ტურში შინ დამაჯერებლად, 89:70 სძლია მადრიდის "ესტუდიანტესს". მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და გამარჯვება სავსებით დაიმსახურეს.

შესანიშნავი თამაშით გამოირჩა ანდალუსიური გუნდის ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი. მან 18:22 წუთში 16 ქულა ჩააგდო (8-დან 4 ორქულიანი და 8-დან ყველა საჯარიმო). თან, 8 მოხსნაც მიითვალა.

"უნიხაკა" 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული